წიგნის კლუბი


წიგნის კლუბის თემატიკა
წიგნის კლუბის რეფლექსია


სსიპ  ქალაქ ხაშურის N 7  საჯარო  სკოლის მე-2 ბ კლასის კლუბი  ,,საზღაპრეთი“
წესდება
1ზოგადი    დებულებები
1.1. სსიპ  ქალაქ ხაშურის N 7  საჯარო  სკოლის  კლუბი ,,საზღაპრეთის“  (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
1.2. კლუბი  დაფუძნებულია   2018-2019  სასწავლო წლის  ვადით.
1.3. კლუბს  აქვს  სახელწოდება.
1.4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  ქალაქი ხაშური, თამარ მეჩა N 10 ა.
2. კლუბის  მიზნები  და  ამოცანები
2.1.  წიგნის კითხვის პოპულარიზაცია;
2.2. კითხვისადმი პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება;
2.3. მოსწავლეთა  ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.4.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.5. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.6. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.7. კლუბი უფლებამოსილია   განახორციელოს  ნებისმიერი  საქმიანობა, რომელიც  ემსახურება  კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია  შედეგზე   და  არ ეწინააღმდეგება  საქართველოს  კანონმდებლობას;
2.8. სასკოლო კლუბის  ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

3.1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  მე-2 ბ კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  განცხადებით;
3.4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში,დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის წევრზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა;
3.6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
3.7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.

4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

4.1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

5. კლუბის  მუშაობა

5.1. კლუბი  იკრიბება  ორ კვირაში ერთხელ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამოქმედო  გეგმით;
5.3. კლუბის შეკრებები, ღონისძიებები და აქტივობები იტვირთება კურატორის facebook გვერდზე ,,ლიაკოს კლასი“ და პირად ბლოგზე.

6. ცვლილებების შეტანა
6.1.  წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების განხილვით, კლუბის საერთო კრებაზე.

7. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე;
7.2. კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.

სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა
კლუბის კურატორი - ლიანა მეტივიშვილი

No comments:

Post a Comment

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა